Northern Equestrian Journey
ძალისი - დუშეთი - ფხუნევი - ანანური
ტურის დეტალები
ტური იწყება დაბა ძალისის გასასვლელში, სადაც მონაწილეებს ხვდებათ ცხენები და მიემართებიან ჩრდილოეთისკენ. ჩრდილოეთიდან შემოუვლიან სოფელ ლამივანს და გავლენ მინდვრებში, საიდანაც წავლებნ აღმართით, გადაკვეთენ ხევს, შევლენ ტყის მასივში და სოფელ ჩუბიბნიანთკარის დასაწყისამდე გადაუხვევენ ბაზალთის ტბის მიმართულებით.
შემდგომ, კობიანთკარის გავლით, მდ.დუშეთისწყლის გადაკვეთით შევდივართ ქალაქ დუშეთში, KURKO WOODS ბაზაზე.
KURKO WOODS საცხენოსნო ბაზაზიდან გზა მიემართება სოფელ მეზვრიანთკარის მიმართულებით საიდანც იწყება ციცაბო დაღმართი, (რეკომენდირებულია ცხენიდან ჩამოსვლა) რომლითაც ჩავდივართ მდინარე ფოტეს ხევში, გადავკვეთთ ხევს და ავდივართ სოფელ მჭედლიანთკარში წყაროსთან.
შემოვუვლით სოფელს ზევიდან, გადავკვეთთ მთიან მასივს და ამოვალთ სოფლის თავში წმინდა გიორგის სალოცავში. შემდეგ ისევ ტყის მასივით გავივლით გზაგასაყარზე და ზევიდან მოვუვლით სოფელ იორს, რის შემდეგაც აღმართებით ავალთ სოფელ მგლიანში.
მგლიანიდან დავეშვებით სოფელ ფხუნდავში, ტყიანი მასივით ჩავალთ მდინარე არყალას ხეობაში და მდინარის კალაპოტით დავეშვებით ჟინვალის წყალსაცავისკენ.
ოპტიმალური მარშრუტი
ტური იწყება დაბა ძალისის გასასვლელში. პირველი გაჩერება, ბაზალეთის ტბაზე შესაძლო აქტივიბებით. შემდგომ, გადასვლა KURKO WOODS დუშეთის ბაზაზე და ღამისთევა. მეორე დღეს, გადასვლა სოფელ მჭედლიანთკარში, პირველი გაჩერება სოფელ მჭედლიანთკარის თავზე წმ.გიორგის ხატში, მეორე გაჩერება KURKO WOODS მგლიანის ბანაკში. ტური სრულდება ანანურში ვიზიტით.
მარშრუტის სიგრძე - 40 კმ
გაჩერების ადგილები:
-
KURKO WOODS დუშეთის ბაზაზა
-
წმინდა გიორგის სალოცავი მჭედლიანთკარის თავზე
-
KURKO WOODS მგლიანის ბაზა
-
აფხავის ტყე და ეკლესია
-
სოფელი ფხუნდავი
-
ანანურის ეკლესია/ანანურის ჟინვალის პლიაჟი

წინასწარი დაჯავშნა
Fcebook/Instagram/Whatsup-ის საშუალებით
ფასში შედის
აღჭურვილობა
გასვლა & დაბრუნება
კურკო ვუდსი
გამგზავრების დრო
დაჯავშნის საფუძველზე