
კურკო ვუდსი
გვეწვიე & მიიღე კურკოვუდსული გამოცდილება
Welcome to Kurko Woods Ranch & Retreat
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კურკო ვუდსის რანჩოში, სადაც გთავაზობთ ბუნებაში გნტვირთვის საუკეთესო საშუალებებს. ჩვენს სივრცეში ერთიანდება მყუდრო ეკო-მეგობრული კოტეჯები, სოციალური სამზარეულო და საცხენოსნო ტურები.
KurkoWoods Ranch & Retreat-ი მდებარეობს დუშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის მანძილზე და შექმნილია გიორგი მარგველაშვილისა და მისი მთამსვლელი მეგობრების მიერ.

აირჩიე შენი გამოცდილება
საცხენოსნო კლუბი
კურკოს ცხენები გაწვრთნილი კომპანიონები არიან, ისინი განსაკუთრებული ინტუიციური უნარით სწრაფად ითვისებენ თქვენი ჯირითის სტილს და შსაძლებლობებს. ჩვენი კლუბი გიწვევთ როგორც დამწყებ ისე გამოცდილ მხედრებს, რათა მიიღოთ ჯირითი ს კურკოვუდსული გამოცდილება.
ცხენთან დამეგობრების პროცესი
ბლანკო, თუში, ესიკი და სხვა ცხენები ინდივიდუალური და უნიკალური კომპანიონები არიან. ჯირითის დაწყებამდე გირჩევთ, რომ გაატაროთ რამდენიე წუთი თქვენს ცხენთან ერთად და დაუმეგობრდეთ მათ. შეგიძლიათ თან იქონიოთ დაჭრილი ხილი ან ბოსტნეული, რათა ჯირითის შემდეგ დააჯილდოვოთ ისინი.
ცხენები ეკუთვნის სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას. ისინი მონაწილეობდნენ გიდების სასწავლო კურსებში, ამიტომ არ უჭირთ შედარებით რთულ რელიეფზე ჯირითი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა წარსულში ადამიანების მხრიდან განიცადა სასტიკი მოპყრობა, ასე რომ, გთხოვთ, მოუფრთხილდეთ ცხენებს და არ იყოთ მათ მიმართ აგრესიულები!




we values collaboration, sustainability, and the beauty of simple, rustic living
დაგვიტოვეთ თქვენი მეილი
შეიტყვეთ სიახლეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით





