Kurko Equine Escape
დუშეთი - გრემისხევი - მჭადიჯვარი - ბაზალეთი
ტურის დეტალები
ტური იწყება KURKO WOODS დუშეთის საცხენონო ბაზაზე, მიემართება ჩრდილოეთით, სადაც გადაკვეთს ქედს სოფელ ნანიანში, ჩადს მდინნარე აკყალას ხეობაში და მიუყვება მას სათავისკენ წმ. გიორგის ეკლესიამდე.
შემდეგ, ბრუნდება უკან სოფელ ჭივილიანამდე, გადაუხვევს სოფელ ვეძათხევისკენ და მიემართება სოფელ არღუნამდე. აქედან, ტყის მასივის გავლით, გადადის მდინარე ნარეკვავის ხეობაში და ეშვება გრემისხევის წყალსაცავთან. ამის Შემდეგ, მარშრუტი სოფელ ებნისის გავლით ჩადის სოფელ მჭადიჯვარში.
მჭადიჯვრიდნ გზა მიუყვება აღმართს და სოფელ ჩუბიბნიანთკარამდე გადადის ბაზალებითის ტბაზე. ტური სრულდება დუუშეთში დაბრუნებით, სადაც მივალთ სოფელ კობიანთკარის გავლით.
რეკომენდირებული მარშრუტი:
გასვლა დუშეთის ბანაკიდან. პირველი გაჩერება სოფელ ზოტიკიანთკარში.
სოფელ ჭივილიანებში გადაწყვეტილება:
-
უნაგირაზე ასვლის და იქ დაბანაკების
-
ვეძათხევისკენ გადახვევის და სოფელ არღუნში დაბანაკების.
სოფელ არღუნში გადაწყვეტილება:
-
გრემისხევისკენ გადასვლა.
პირველი გაჩერება გრემისხევის წყალსაცავთან და ღამისთევა მჭადიჯვარში. შემდგომ დღეს, გადასვლა ბაზალეთის ტბაზე. პირველი გაჩერებით ბაზალეთზე და დაბრუნებით დუშეთში
-
ახალი ტონჩიდან ბაზალეთისკენ გადასვლა და დუშეთში დაბრუნება.
მარშრუტის სიგრძე 70 კმ
გაჩერების ადგილები:
-
KURKO WOODS დუშეთი
-
სოფელი ნანიანი
-
წმ.გიორგის ეკლესია
-
სოფელი არღუნი
-
სოფელი ტონჩა
-
გრემისხევის წყალსაცავი
-
დაბა მჭადიჯვარი
-
ბაზალეთის ტბა

წინასწარი დაჯავშნა
Fcebook/Instagram/Whatsup-ის საშუალებით
ფასში შედის
აღჭურვილობა
გასვლა & დაბრუნება
კურკო ვუდსი
გამგზავრების დრო
დაჯავშნის საფუძველზე