Mystic Trails Adventure
დუშეთი - ფხუნდავი - ანანური - დუშეთი
ტურის დეტალები
ტური იწყება ქ.დუშეთში KURKO WOODS საცხენოსნო ბაზაზე სოფელ მეზვრიანთკარის მიმართულებით საიდანც იწყება ციცაბო დაღმართი, (რეკომენდირებულია ცხენიდან ჩამოსვლა) რომლითაც ჩავდივართ მდინარე ფოტეს ხევში, გადავკვეთთ ხევს და ავდივართ სოფელ მჭედლიანთკარში წყაროსთან.
შემოვუვლით სოფელს ზევიდან და გადავკვეთთ მთიან მასივს და ამოვალთ სოფლის თავში წმინდა გიორგის სალოცავში. შემდეგ ისევ ტყის მასივით გავივლით გზაგასაყარზე და ზევიდან მოვუვლით სოფელ იორს, რის შემდეგაც აღმართებით ავალთ სოფელ მგლიანში.
მგლიანიდან დავეშვებით სოფელ ფხუნდავში, ტყიანი მასივით ჩავალთ მდინარე არყალას ხეობაში და მდინარის კალაპოტით დავეშვვებით ჟინვალის წყალსაცავისკენ.
შემდგომ, ისევ მდინაე არყალას კალაპოტით ამოვალთ ზოტიკიანთკარის დასაწყისამდე, შევუდგებით მთიან მასივს და გავალთ ქედზე სოფელ ქარაულებთან. აქედან, სოფელ ნანიანის და სოფელ თანიანთკარის გავლით დავეშვებით უკან ქალქ დუშეთში.
ოპტიმალური მარშრუტი
გასვლა KURKO WOODS-ის დუშეთის ბაზიდან პირველი დასვენება სოფელ მჭედლიანთკარის წყაროსთან, შემდეგი დასვენება/წახემსება სოფელ მჭედლიანთკარის წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში. ღამისთევა - KURKO WOODS მგლიანის ბაზაზე, კარვებში.
მეორე დღეს პირველი გაჩერება სოფელ ფხუნევში, სადილი - ანანურში. შემდეგი გაჩერება ქედს თავზე და ტურის დასრულება ქ.დუშეთში KURKO WOODS-ის დუშეთის ბაზაზე.
მარშრუტის სიგრძე - 30 კმ
გაჩერების ადგილები:
-
წმინდა გიორგის სალოცავი მჭედლიანთკარის თავზე
-
KURKO WOODS მგლიანის ბაზა
-
აფხავის ტყე და ეკლესია
-
სოფელი ფხუნდავი
-
ანანურის ეკლესია/ანანურის ჟინვალის პლიაჟი
-
ქედის თავზე გასვლის ადგილი
-
წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი თანიანთკარი

წინასწარი დაჯავშნა
Fcebook/Instagram/Whatsup-ის საშუალებით
ფასში შედის
აღჭურვილობა
გასვლა & დაბრუნება
კურკო ვუდსი
გამგზავრების დრო
დაჯავშნის საფუძველზე